ორმხრივი ურთიერთობები 1991 წლიდან
ორმხრივი ურთიერთობები 1991 წლიდან

ისრაელი მე-4 ქვეყანაა, რომელმაც საქართველო ოფიციალურად დამოუკიდებელ ქვეყანად აღიარა.

ისრაელსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივნისში დამყარდა და მალევე ჩვენი საელჩოები გაიხსნა თბილისსა და თელ-ავივში. ისრაელის საელჩო თბილისში 1993 წლის 9 თებერვალსგაიხსნა.

MASHAV-ის, ისრაელის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო გახსნა საქართველოში. მაშავის საქმიანობა საქართველოშიარისჩვენიორმხრივითანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარისაყრდენი, რომელიცხელსუწყობს ქვეყნის განვითარებასა და ეკონომიკურზრდასისრაელის მხრიდან უნარჩვევების, შესაძლებლობებისა და ცოდნის გაზიარებთ. 1992 წლიდან მოყოლებული, 1600-ზე მეტმა პროგრამის მონაწილემ საქართველოდან ისარგებლაისრაელისსასწავლოსემინარებითა და ინტენსიურიკურსებითმრავალი დარგის მიმართულების, მათ შორისაა სოფლის მეურნეობა, ინოვაციები, მეწარმეობა, განათლებამდე, სპეციალურისაჭიროებებისმქონებავშვებს, მედიცინასადასაზოგადოებრივჯანდაცვას, ქალთაგაძლიერება და მრავალი სხვა.

პრეზიდენტ შევარდნაძის პირველი ვიზიტი ისრაელის სახელმწიფოში. ამას მოჰყვა მისი დამატებით 2 ოფიციალური ვიზიტი, პრეზიდენტის რანგში, 1998 და 2000 წლებში.

პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 1999 წელს.

მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის რანგში ისრაელს ეწვია 2004 და 2006 წლებში.

პრემიერ მინისტრის რანგში ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური ვიზიტი ისრაელის სახელმწიფოში.

პრემიერ ღარიბაშვილის ისრაელში ვიზიტის დროს ხელი მოეწერა უვიზო შეთანხმებას, რამაც ხელი შეუწყო ისრაელელი ტურისტების მკვეთრ ზრდას. ყოველწლიურად ასობით ათასი ისრაელელი სტუმრობს საქართველოს.

რეგულარულად ხორციელდება მაღალი დონის ვიზიტები და შეხვედრები ისრაელისა და საქართველოს სახელმწიფოების ლიდერებს შორის, რაც მოწმობს ძლიერი ორმხრივი ურთიერთობებისა და ერებს შორის არსებული უნიკალური კავშირის შესახებ.
2018-2022 წლებში პრეზიდენტი მარგველაშვილის, პრემიერ მინისტრი კვირიკაშვილის, პარლამენტის თავმჯდომარე კობახიძის და პრეზიდენტ რუვენ რივლინის მონაწილეობით მაღალი დონის ოფიციალური ვიზიტები გაიმართა.

წელს პრეზიდენტი ზურაბიშვილი ეწვია ისრაელს და მონაწილეობა მიიღო სრაელის მთავრობისა და იად ვაშემის მიერ ორგანიზებულ ოფიციალურ ღონისძიებაში, რომელიც ეძღვნებოდა ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის განთავისუფლების 75 წლის იუბილეს.

MASHAV-საქართველომ და USAID-საქართველომ ხელი მოაწერეს მემორანდუმს ერთობლივი თანამშრომლობისთვის საქართველოს მოსახლეობისსაკეთილდღეოდ. მემორანდუმისთანახმად, USAID/საქართველოდაისრაელისსაერთაშორისოგანვითარებისთანამშრომლობისსააგენტო (MASHAV) ადასტურებენთავიანთგანზრახვასგააღრმავონთანამშრომლობასაქართველოსკეთილდღეობისთვის.

ორმხრივი შეთანხმება ისრაელის გრძელვადიანი მოვლის დაწესებულებებში საქართველოს მოქალაქეების დამხმარე მუშაკებად დროებითი ლეგალური დასაქმების შესახებ.

2022 წელს საქართველოს მთავრობამ 27 იანვარი, ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო დღე, ეროვნული კალენდარის ღონისძიებათა რიცხვში შეიტანა. მას შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე და ელჩები, ყოველწლიურად, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად ერთობლივ ცერემონიას მართავენ.

იუსტიციის მინისტრის საარის ვიზიტის დროს ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას დიგიტალიზაციის სფეროში, რომელიც ფოკუსირებულია ისრაელისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე სამართლის, დანაშაულის პრევენციის, ეფექტური მმართველობის რეფორმების, სერვისების ხელმისაწვდომობისა და სხვა სფეროებში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ისრაელში ვიზიტის დროს ხელი მოეწერა ახალ ტურისტულ შეთანხმებას, ასევე, ერთობლივი დეკლარაციას, ეკონომიკის მინისტრ ბარკატთან ერთად, სამომავლო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ. ეს არის ორი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირების გასაღრმავებლად.

თანამშრომლობა ისრაელსა და საქართველოს შორის, რათა ბავშვებს საქართველოდან ჰქონდეთ წვდომა სასიცოცხლოდ აუცილებელ მკურნალობაზე სიმსიმნის წინააღმდეგ ისრაელში, იხილოვის სამედიცინო ცენტრში.

ჩვენ ვაფასებთ თბილ ურთიერთობას ებრაულ თემთან და პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრების ყოველწლიურ მონაწილეობას თბილისის დიდ სინაგოგაში ხანუქას ცერემონიის ტრადიციაში.

პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ისრაელში და ისრაელის პრემიერ-მინისტრთან შეხვდება.

ისრაელის ქნესეთის სპიკერი, ბ-ნი ამირ ოჰანა საქართველოს ეწვია და თავის კოლეგას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბ-ნ შალვა პაპუაშვილს შეხვდა. ამასთან, მან, სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, სასათბურე მეურნეობის ჰიდროპონიკური ტექნოლოგიების კვლევისა და განვითარების ცენტრი გახსნა.

საქართველოს სახელმწიფოს მეთაურების მიერ 7 ოქტომბრის ტერორისტული აქტის დაგმობა.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი:
ღრმად ვარ შეშფოთებული ისრაელში ბოლო დროს განვითარებული ესკალაციისა და უდანაშაულო ადამიანების დაღუპვით. საქართველო სრულ სოლიდარობას უცხადებს ისრაელის სახელმწიფოს ამ მძიმე წუთებში.
ტერორს და არაადამიანობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს ჩვენს თანამედროვე სამყაროში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი: კატეგორიულად ვგმობ საშინელ ტერორისტულ თავდასხმებს ისრაელის სახელმწიფოსა და ისრაელის მოქალაქეებზე. გულწრფელი სამძიმარი ისრაელის სახელმწიფოს მთავრობასა და ხალხს.

ისრაელის 76-ე დამოუკიდებლობის დღეს, თბილისის შუაგულში, მშვიდობის ხიდთან ახლოს, გაშენდა ისრაელის ზეთისხილის ბაღი, რომელიც მიეძღვნა ისრაელელი ხალხის 7 ოქტომბრის გმირობას და საქართველოსა და ისრაელის ხალხებს შორის მტკიცე მეგობრობას. ცერემონიას ესწრებოდნენ მძევლად მყოფი გადი მოსეს შვილები, მორან ბენ იშაი და იაირ მოზესი.