ქართული საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისთვის ისრაელის საელჩომ გამართა დოკუმენტური ფილმი "კივილის შემდეგ დადგა სიჩუმე" სპეციალური ჩვენება, რომელიც მოგვითხრობს 7 ოქტომბერს ტერაქტის დროს განხორციელებული სექსუალური ძალადობების შესახებ.
თბილისში, ისრაელის საელჩომ გამართა დოკუმენტური ფილმის " "კივილის შემდეგ დადგა სიჩუმე" (Screams Before Silence) ჩვენება, რომელიც ეხება "ჰამასის" მიერ 7 ოქტომბრის ტერაქტის დროს განხორციელებულ სექსუალურ ძალადობებს. ფილმის ერთ-ერთი შემქმნელი და მთხრობელი არის Meta-ს ყოფილი ლიდერი, შერილ სენდბერგი, რომელმაც თავი მოუყარა იმ შემაძრწუნებელ ჩვენებებს, რაზეც ისაუბრეს გათავისუფლებულმა მძევლებმა, ნოვას მუსიკალური ფესტივალის ხოცვა-ჟლეტას გადარჩენილებმა, მაშველებმა და იმ პირებმა, რომლებიც უშუალოდ შეესწრნენ ჰამასის ტერორისტების მიერ ჩადენილ საშინელებებსა და სექსუალური ძალადობის სასტიკ აქტებს. დოკუმენტური ფილმი ღრმად შემაშფოთებელია და ხაზს უსვამს გადაუდებელ აუცილებლობას, რომ 120-ვე მძევალი დაუყოვნებლივ დაბრუნდეს სახლში, მათ შორის 19 ქალი, რომლებიც ცხრა თვეზე მეტია ღაზაში პატიმრობაში იმყოფებიან.
გუშინდელ ჩვენებას ესწრებოდნენ ჟურნალისტები, ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, კულტურის მოღვაწეები, აკადემიური წრის წარმომადგენლები და უფლებადამცველები. მადლობა ყველას მობრძანებისთვის და გვერდში დგომისთვის.