Skip to main content

ისრაელის 76-ე დამოუკიდებლობის დღე

თბილისში, მშვიდობის ხიდის მიმდებარედ, ისრაელელი ხალხის 7 ოქტომბრის გმირობის პატივსაცემად და საქართველოსა და ისრაელს შორის მტკიცე მეგობრობის სიმბოლოდ, ისრაელის ზეთისხილის ბაღი გაშენდა.

Strengthening cooperation / Israel - Georgia

თბილისში, მშვიდობის ხიდის მიმდებარედ, ისრაელელი ხალხის 7 ოქტომბრის გმირობის პატივსაცემად და საქართველოსა და ისრაელს შორის მტკიცე მეგობრობის სიმბოლოდ, ისრაელის ზეთისხილის ბაღი გაშენდა.

ისრაელის 76-ე დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ისრაელის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, პარლამენტის წევრებმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, ჩვენმა ისრაელელმა მეგობრებმა, დიპლომატიურმა კორპუსმა და სხვა საპატიო სტუმრებმა. სპეციალურ სტუმრებს შორის იყვნენ მორან ბენ იშაი და იაირ მოზესი, 7 ოქტომბერს ღაზაში გატაცებული კიბუც ნირ ოზის წევრის, გადი მოზეს შვილები. გადი, მაშავის გამოცდილი ექსპერტია სოფლის მეურნეობის სფეროში, რომელიც არაერთხელ ეწვია საქართველოს, რათა დახმარებოდა ადგილობრივ ფერმერებს პროდუქტიულობის გაზრდასა და სოფლის მეურნეობის განვითარებაში. ღონისძიებას ბევრი მისი ქართველი კოლეგა ესწრებოდა, სადაც გადის შვილებმა ისაუბრეს გადის გამორჩეულ სიყვარულზე საქართველოსა და ქართველების მიმართ.

ელჩმა ჰადას მეიცადმა ისაუბრა მრავალთვიან ომზე, მძევლებზე და მათი სახლში დაბრუნების მტანჯველ, დაუსრულებელ ლოდინზე. მან აღფრთოვანებით აღნიშნა ისრაელის გმირობა და გამძლეობა, რაც გამოვლინდა არა მხოლოდ ბრძოლებში, არამედ მალევე შექმნილ აღდგენით პროგრამებში, რომლებიც ემსახურება საერთო კეთილდღეობასა და წინსვლას: ”მათ საპირისპიროდ, ვინც განადგურებას ლამობდა, ჩვენ ვთესავთ პროგრესსა და ინოვაციას კაცობრიობის საკეთილდღეოდ.”

ელჩმა ხაზი გაუსვა ქვეყნის ლიდერებისა და ფართო საზოგადოების ურყევ მხარდაჭერას ისრაელის მიმართ და ჩვენს მეგობრებთან ერთად გახსნა ბაღი, როგორც სიმბოლო ურყევი კავშირისა და გადი მოზეს ღვაწლისა. გადი ერთგულად ამყარებს ამ კავშირს თავისი პროფესიისა და ჩვენი ქვეყნების სიყვარულით.ჩვენ მოუთმენლად ველით მის მომავალ სტუმრობას საქართველოში. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სოლიდარობა ისრაელის მიმართ და ხაზი გაუსვა ჩვენს ხალხებს შორის ისტორიულ მეგობრობას.

Address map
ღონისძიების ადგილმდებარეობა
Rike Park, Tbilisi, Georgia
MRV5+9VR
Tbilisi, Georgia
მითითებებისთვის დააწკაპუნეთ აქ: