საქართველოს პარლამენტმა და ისრაელის საელჩომ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ერთობლივი ღონისძიება გამართეს.
საქართველოს პარლამენტმა და ისრაელის საელჩომ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ერთობლივი ღონისძიება გამართეს.
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჰოლოკოსტის შესახებ ცნობიერების ამაღლება ყველა თაობაში.
ელჩმა მეიცადმა გამოხატა შეშფოთება მსოფლიოში მზარდი ანტისემიტიზმის გამო და ხაზი გაუსვა მის წინააღმდეგ ზომების მიღების აუცილებლობას. მან ისაუბრა ანტისემიტიზმისა და სიძულვილის ნებისმიერი აქტის დაგმობის აუცილებლობაზე და ამასთან, აღნიშნა თუ რამდენად მნიშვნელოვანია გავწიოთ მეტი ძალისხმევა ჰოლოკოსტის სწავლებისთვის. ანტისემიტიზმთან, დისკრიმინაციისა და სიძულვილის ყველა ფორმის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლით, მყარი ცოდნითა და ცნობიერებით, ჩვენ შეგვიძლია ვუზრუნველვყოთ, რომ „აღარასდროს“ არ გახდეს ცარიელი ლოზუნგი. „როდესაც ვსაუბრობთ ჰოლოკოსტზე და 6 მილიონი სიცოცხლის დაკარგვაზე, ჩვენ ხშირად ყურადღებას ვამახვილებთ სიკვდილზე - იმ არაჰუმანურობასა და სისტიკეზე, რა ფორმითაც ნაცისტები და მათი თანამზრახველები ასრულებდნენ მათ გეგმასა და გადაწყვეტილებას ებრაელებთან მიმართებაში, რომ სისტემატურად გაენადგურებინათ მილიონობით ადამიანი. მაგრამ, ამასთან, უნდა გვახსოვდეს ის ანტისემიტური პროპაგანდა და ებრაელი ხალხის დეჰუმანიზაცია, რომელიც წინ უძღვოდა და რომელმაც შესაძლებელი გახადა ჰოლოკოსტი.
შემაშფოთებელია , რომ 7 ოქტომბრის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ , ჩვენ ვიხილეთ მსოფლიოში ანტისემიტიზმის მნიშვნელოვანი ზრდა და არც ერთი ქვეყანა არ არის ამისგან დაცული, მიუხედავად მისი მემკვიდრეობისა და ტრადიციებისა. სამწუხაროა, რომ საქართველოშიც კი, სადაც ორივე ერი ვამაყობთ იმ განსაკუთრებული კავშირით, რაც ქართველებსა და ებრაელებს შორის არსებობს, აქაც არის შემთხვევები, მარგინალურ ჯგუფებში, როდესაც მიმდინარე ტრაგედიებს იყენებენ საჯარო სივრცეებში სიცრუისა და დეზინფორმაციის გასავრცელებლად. მიუხედავათ იმისა, რომ მსგავსი გამოვლინებები ჯერ კიდევ იშვიათია, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ახლა, რომ შევინარჩუნოთ საქართველოს ტოლერანტობის მაღალი სტანდარტები. ერთი მხრივ, დაგმობილ უნდა იქნას ანტისემიტიზმის ყოველგვარი ფორმა, მეორე მხრივ, უნდა გავწიოთ მეტი ძალისხმევა ჰოლოკოსტისა და ანტისემიტიზმის შესახებ შემდგომი თაობის განათლებისთვის. გასულ წელს, საქართველოს განთლების სამინისტროსთან და „იად ვაშემთან“ თანამშრომლობით, ჩვენ დავასრულეთ ორი მოკლე სემინარი ჰოლოკოსტის თემაზე და იმედი გვაქვს, რომ გავაგრძელებთ ამ მნიშვნელოვან თანამშრომლობას“- აღნიშნა ელჩმა თავის სიტყვაში.
ცერემონიის დროს აინთო 6 სანთელი, რომელიც ეძღვნებოდა 6 მილიონი ებრაელის ხსოვნას. ასევე 6 სანთელი ცალკეულად აინთო 6 ებრაელი მსხვერპლი სულისთვის. ისინი იყვნენ მდიდარი ებრაული კულტურის ნაწილი, რომელიც ყვაოდა ომამდე, ხოლო შემდეგ - სამუდამოდ დაიკარგა. სანთლები აანთეს პარლამენტის თავჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ელჩმა მეიცადმა, პარლამენტის წევრმა გივი მიქანაძემ, ებრაული თემის სახელით ევა ბაბალაშვილმა, ელჩმა დანიგანმა და სერგო მეტრეველის შვილთაშვილმა, თამარ ჩაჩიბაიამ.
ასევე, ღონისძიებაზე განთავსებული იყო დიდიბანერი 136-ვე მძევლის გამოსახულებით, რომელიც ასახავდა ჩვენს ერთგულ და უცვლელ დამოკიდებულებას, რომ რომ ჩვენი ვალია ყველა მათგანი სახლებში დავაბრუნოთ.
დღეს კვლავ ერთგულნი ვართ ომისშემდგომ აღიარებული ღირებულებების და ისევ ვამბობთ: #აღარასდროს #NeverAgain