გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ისრაელის მოსახლეობისა და მიგრაციის უწყების (PIBA) ინფორმაციის თანახმად, 2025 წლის 1 იანვრიდან, ისრაელთან უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნის მოქალაქეებმა, ისრაელში გაფრენამდე უნდა მიიღონ ისრაელში მგზავრობის ელექტრონული ავტორიზაციის ETA-IL ნებართვა.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ისრაელში მოგზაურთათვის: ETA-IL
ისრაელის მოსახლეობისა და მიგრაციის უწყება (PIBA) გაცნობებთ, რომ 2025 წლის 1 იანვრიდან, ისრაელთან უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნის მოქალაქეებმა, ისრაელში გამგზავრებამდე უნდა მიიღონ ისრაელში მგზავრობის ელექტრონული ავტორიზაციის ETA-IL ETA-IL (Electronic Travel Authorization) ნებართვა.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
- მიიღეთ ETA-IL მხოლოდ ოფიციალურ სამთავრობო ვებგვერდზე (URL მისამართი უნდა სრულდებოდეს "gov.il" სიმბოლოებით).
- ETA-IL ღირებულება შეადგენს მხოლოდ 25 ისრაელის შეკელს, რომელიც 7 დოლარზე ნაკლებია.
- თქვენ მიიღებთ შეტყობინებას ელექტრონული ფოსტით, როდესაც PIBA მიიღებს თქვენს განაცხადს.
- თქვენ მიიღებთ პასუხს გაგზავნიდან 72 საათის განმავლობაში.
- PIBA გამოგიზავნით გადახდის ქვითარს. თუ არ მიიღებთ ქვითარს, ეს ნიშნავს, რომ თქვენ არ გამოგიყენებიათ ETA-IL site ოფიციალური ვებგვერდი.
გაქვთ შეკითხვები?
დაუკავშირდით 24/7 ელ-ფოსტას - eta@piba.gov.il
დახმარება, ინფორმაცია, განახლებები და ხშირად დასმული კითხვები